თალაკვაძე: "თანამდებობასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადწყვეტილება თავად თამარ ჟვანიას მისაღები იქნება"
19/04/2021 13:43:42 პოლიტიკა
"პარლამენტში ოპოზიციასთან ერთად საარჩევნო რეფორმაზე მუშაობა უნდა დავიწყოთ. ეს ითვალისწინებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ასევე ქვედა დონის კომისიების დაკომპლექტების ახალ წესს. ეს აპრიორი არ ნიშნავს, რომ ამ დოკუმენტის ხელმოწერით თამარ ჟვანია თანამდებობიდან თავისუფლდება", – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თანამდებობასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადწყვეტილება ჟვანიას მისაღებია.
„შესაბამისად, შემიძლია, პირდაპირ გითხრათ, რომ მის მიმართ ასეთი მოთხოვნა არ იქნება. თანამდებობასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება მისი მისაღებია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის შეთავაზებული შეთანხმების თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს პარლამენტი ირჩევს ხმების 2/3-ით.


