"შეთანხმება გენერალური პროკურორის მიერ თანამდებობის დატოვებას არ ითვალისწინებს"
19/04/2021 13:49:47 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განხადებით, შეთანხმება გენერალური პროკურორის მიერ თანამდებობის დატოვებას არ ითვალისწინებს.
„რასაკვირველია, შეთანხმება საერთოდ არ ითვალისწინებს იმას, რომ მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე თანამდებობას დატოვებს. ამ შეთანხმების თანახმად, ის თანამდებობას არ დატოვებს. მოგეხსენებათ, მას თავისი მანდატის ამოწურვამდე კიდევ აქვს დაახლოებით 5 წელი. დაზუსტება უნდა მოხდეს ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმის, რაც უკვე წერია შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტით. ჩვენი მოლოდინია, რომ ეს მექანიზმი გაიწერება საუკეთესო ევროპული სტანდარტით“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის შეთავაზებული შეთანხმების თანახმად, მხარეები იღებენ ვალდებულებას, განაგრძონ საერთო პოლიტიკური პოზიციის გაზიარება, რომ შემდეგი გენერალური პროკურორების დანიშვნისთვის საჭირო იქნება პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები, რაც ფართომასშტაბიან, ყველა პოლიტიკური პარტიის ჩართულობას და მხარდაჭერას უზრუნველყოფს.


