Accentnews.ge
"მივესალმები პოზიტიურ ნიშნებს, რომ „ოცნება“ მზად არის, დაეთანხმოს მიშელის წინადადებას, ვიმედოვნებ, სხვა პარტიებიც გადადგამენ ნაბიჯს შეთანხმებისკენ"

"მივესალმები პოზიტიურ ნიშნებს, რომ „ოცნება“ მზად არის, დაეთანხმოს მიშელის წინადადებას, ვიმედოვნებ, სხვა პარტიებიც გადადგამენ ნაბიჯს შეთანხმებისკენ"

19/04/2021 13:53:51 პოლიტიკა

"მივესალმები პოზიტიურ ნიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის, დაეთანხმოს შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ წინადადებას. იმედი მაქვს, სხვა პარტიებიც გადადგამენ ნაბიჯს შეთანხმებისკენ", – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ ვიდეო–კონფერენციაზე განაცხადა.

"მოვუწოდებ ყველა პარტიას, იპოვონ კომპრომისი, რათა ჩიხიდან გამოსავალი ნაპოვნი იყოს და რათა საქართველომ გააგრძელოს დემოკრატიული კონსოლიდაცია. იმედი მაქვს, დღის ბოლოს კარგ ამბებს გავიგებთ. მივაწოდე ინფორმაცია მინისტრებს, რომ ჩვენ ვმუშაობთ ერთად, აშშ-თან კოორდინაციით და თბილისში ჩვენი დელეგაციის დახმარებით, პრეზიდენტ მიშელის ჩართულობით და საგარეო ქმედებათა სამსახურის მხარდაჭერით. წარმოვადგინეთ შეთავაზება, რომელსაც დაეთანხმა „ქართული ოცნება“ და დანარჩენ პარტიებთან მოლაპარაკებები გრძელდება, რათა შეთანხმება მიღწეული იყოს. ამის პერსპექტივა კარგია. თუმცა დისკუსია მინისტრებს შორის ამ საკითხზე არ გამართულა და მათ უბრალოდ მიიღეს ინფორმაცია ჩვენი სამუშაოს შესახებ. ვნახოთ, რა მოხდება დღის ბოლოს“, – განაცხადა, "პირველი არხის" ცნობით, ბორელმა.

იხილეთ ასევე: რა წერია შარლ მიშელის მიერ საქართველოს მმართველი და ოპოზიციური პარტიებისთვის შეთავაზებულ ახალ დოკუმენტში

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S