“საქართველოს მთავრობისადმი მკაცრი დამოკიდებულებით ვარ ცნობილი, მაგრამ ამჯერად უნდა შევაქო"
19/04/2021 14:51:08 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" მიერ შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერის მზაობას ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა პოზიტიურად აფასებს და ოპოზიციას კონსტრუქციული ნაბიჯების გადადგმიკენ მოუწოდებს.
“მე ცნობილი ვარ ჩემი მკაცრი დამოკიდებულებით საქართველოს მთავრობისადმი, რამდენადაც მინდა, რომ საქართველო ახლოს იყოს ევროკავშირთან. მაგრამ ამჯერად უნდა შევაქო ისინი შეთანხმების ხელმოწერის მზაობისთვის და დაჟინებით ვთხოვ ოპოზიციას, განსაკუთრებით ენმ-ს, კონსტრუქციული დახმარება აღმოუჩინონ საქართველოს [ვითარების] ნორმალიზაციაში”, - წერს მარკეტა გრეგოროვა Twitter-ზე.


