Accentnews.ge
უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესის სფეროები საქართველოში – სუს–ის ანალიზი

უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესის სფეროები საქართველოში – სუს–ის ანალიზი

19/04/2021 15:44:48 პოლიტიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს გამოიკვეთა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების დაინტერესების სფეროები და მიზნები, დადგინდა აღნიშნულის მისაღწევად გამოყენებული მეთოდები, მოქმედების ტაქტიკა, გამოვლინდა მათი კავშირები და სამიზნე ობიექტები.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, უცხო სახელმწიფოთა სპეციალური სამსახურებისა და ორგანიზაციების საქართველოს წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის ძირითად მიზანს

პოლიტიკური, სამხედრო, სოციალურ-ეკონომიკური, იდეოლოგიური და სხვა სახის ზეგავლენის ბერკეტების მოპოვება წარმოადგენდა.

სუს–ი ქვეყნებს არ აკონკრეტებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მართული ან/და დაფინანსებული აქტივობებისა და კამპანიების მეშვეობით, ცდილობდნენ შიდა პოლიტიკურ პროცესებსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში პირდაპირ ან ირიბ ჩარევას, კონსტიტუციური წესრიგის დარღვევას, არეულობის შექმნას, ასევე, სახელმწიფო საფუძვლებისა და მმართველობის ფორმების შერყევას, ქვეყნის ინსტიტუციური სისტემების ფუნქციონირების შეფერხებას და მათი განვითარების შეზღუდვას:

„დაფიქსირდა მნიშვნელოვან პროცესებზე გავლენის მოხდენის აქტიური მცდელობები, საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირებით, მოსახლეობის დაყოფისა და პოლარიზების გზით“.

სის–ის ცნობით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 12 საქმეზე. აქედან, 16 პირის მიმართ სასამართლოში წარიმართა სისხლის სამართლის 6 საქმე. გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 7 პირის მიმართ, ხოლო 9 პირთან დაკავშირებით სასამართლო განხილვა გრძელდება.

საანგარიშო პერიოდში სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში გამოძიება მიმდინარეობდა სისხლის სამართლის 5 საქმეზე.

ამასთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოპოვებული ოპერატიული ინფორმაცია, ქვემდებარეობით, გადაიგზავნა სხვა საგამოძიებო უწყებებში, სადაც გამოძიება დაიწყო რამდენიმე ათეულ სისხლის სამართლის საქმეზე.

სუს–ის ანალიზის თანახმად, უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და მათი გავლენის ქვეშ მყოფი პირებისა თუ პირთა ჯგუფების საქმიანობაში კვლავ მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსზე ზემოქმედების მცდელობებს და „დაფიქსირდა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს არასანდო, არასტაბილურ პარტნიორად წარმოჩენის მცდელობები“:

„ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და თავდაცვის სისტემების ნატოს სტანდარტებთან მიახლოების პროცესში, უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების განსაკუთრებული დაინტერესების საგანს წარმოადგენს საქართველოს სამხედრო შესაძლებლობები, სფეროში მიმდინარე აქტივობები და სამომავლო გეგმები. ცალკეული ქვეყნები და მათი გავლენის ქვეშ მყოფი ჯგუფები მიზნად ისახავდნენ შავი ზღვის რეგიონსა და საქართველოში ნატოს აქტივობების შეზღუდვას და ამ მიმართულებით დესტრუქციულ საქმიანობას ეწეოდნენ“.

ამასთან, როგორც სუს–ი ანგარიშში აღნიშნავს, უწყებამ დადებითი რეკომენდაცია გასცა საქართველოს მოქალაქეობის 8 000-მდე და სხვადასხვა ტიპის ბინადრობის ნებართვის მიღების მსურველთა 18 000-მდე განცხადებაზე, ხოლო უარყოფითი –200-ზე მეტ განცხადებაზე მოქალაქეობის მოთხოვნის შემთხვევაში, ხოლო 2 400-მდე - ბინადრობის ნებართვის შემთხვევაში:

„აღნიშნულის საფუძველს წარმოადგენდა სამსახურის ხელთ არსებული და საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, პარტნიორი ქვეყნების მიერ გაზიარებული ინფორმაცია“

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S