Accentnews.ge
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისიდან  მოლაპარაკებების მხარეებმა პრეზიდენტის სასახლეში გადაინაცვლეს

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისიდან  მოლაპარაკებების მხარეებმა პრეზიდენტის სასახლეში გადაინაცვლეს

19/04/2021 17:29:01 პოლიტიკა

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისიდან მოლაპარაკებების მხარეებმა პრეზიდენტის სასახლეში გადაინაცვლეს.

ორბელიანების სასახლეში ელჩებიც მიდიან.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის შეხვედრა ერთი საათის დაწყებულიც არ იყო, როდესაც მხარეებმა ხსენებული გადაწყვეტილება მიიღეს.

როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.

თემის კომენტირებისას "ფორმულას" ეთერში ენმ–ის წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ არ ჰგონია, ღონისძიებას "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები დაესწრონ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S