"დაუფარავად მინდა, გითხრათ, რომ სამადაშვილი ინდივიდუალურად იმყოფება პრეზიდენტის სასახლეში და იგი არ წარმოადგენს პარტიას"
19/04/2021 17:50:05 პოლიტიკა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი ხელს ინდივიდუალურად აწერს.
ჟურნალისტის კითხვაზე, "არ ჩააყენა სალომე სამადაშვილმა პოლიტსაბჭო საქმის კურსში?", ენმ–ის წევრმა ზაალ უდუმაშვილმა "ფორმულას" ეთერში შემდეგი განაცხადა:
"დაუფარავად მინდა, გითხრათ, რომ სამადაშვილი ინდივიდუალურად იმყოფება პრეზიდენტის სასახლეში და იგი არ წარმოადგენს პარტიას".
ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.


