შარლ მიშელი: "საქართველოს გაუმარჯოს!"
19/04/2021 18:05:55 პოლიტიკა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმების ხელმოწერას ეხმიანება და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ყველა პარტიას მადლობას უხდის.
„შეთანხმება საქართველოში. საქართველოს გაუმარჯოს! ვულოცავ პოლიტიკურ ლიდერებს კრიზისიდან გამოსვლის შეთანხმების ხელმოწერას. თქვენ ხალხის ინტერესები პირველ ადგილზე დააყენეთ და დემოკრატიას გამარჯვების საშუალება მიეცით. მადლობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და ყველა პარტიას“, - განაცხადა შარლ მიშელმა.


