Accentnews.ge
ჰარცელი: "შეთანხმების ხელმოწერით იწყება ახალი თავი იმ საერთო მოქმედებისა, რომელიც გაგრძელდება პარლამენტში"

ჰარცელი: "შეთანხმების ხელმოწერით იწყება ახალი თავი იმ საერთო მოქმედებისა, რომელიც გაგრძელდება პარლამენტში"

19/04/2021 18:10:41 პოლიტიკა

"შეთანხმების ხელმოწერით იწყება ახალი თავი იმ საერთო მოქმედებისა, რომელიც გაგრძელდება პარლამენტში", – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა პრეზიდენტის სასახლეში განაცხადა, სადაც პარტიები ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს აწერენ.

"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი დღეა, ეს ჩემთვის ემოციებით სავსე დღეა, რადგან ოთხი თვის განმავლობაში ფალიტაციის პროცესში ვიყავით ჩართული და შემდეგ მედიაციის პროცესში, რომელიც მიმდინარეობდა შარლ მიშელის ხელმძღვანელობით და მისი პერსონალური წარმომადგენლის, დანიელსონის ჩართულობით. დღევანდელი შეთანხმების ხელმოწერით ეს პროცესი კი არ სრულდება, არამედ იწყება ახალი თავი ჩვენი იმ საერთო მოქმედებისა, რომელიც გაგრძელდება პარლამენტში. ახლა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და მე, როგორც ევროკავშირის ელჩი, რომელიც ჩართული ვიყავი ამ საკითხში, მინდა, ეს ხაზგასმით აღვნიშნო. დღეს აქ ვინც ვართ შეკრებილნი, უმრავლესობა მარტო ის ხალხი კი არ არის, რომელიც ამ შეთანხმებას ხელს აწერს, არამედ საქართველოს მოქალაქეები. მადლობა ყველას იმ თანამშრომლობისთვის, რომელიც ამ ხნის განმავლობაში გვქონდა“, – განაცხადა ჰარცელმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S