დეგნანი მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერაზე: "ეს არის საქართველოს დემოკრატიის განვითარების გზაზე გადადგმული ნაბიჯი და მისი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ"
19/04/2021 18:03:01 პოლიტიკა
"ეს არის საქართველოს დემოკრატიის განვითარების გზაზე გადადგმული ნაბიჯი და მისი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ", – ასე აფასებს საქართველოში აშშ–ის ელჩი კელი დეგნანი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტზე "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის წარმომადგენლების კიერ ხელის მოწერის ფატქს.
„ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ დღეს აქ ვიმყოფები. ექვსი თვის განმავლობაში ჩვენ რთული მუშაობა გავწიეთ. აშშ-ის სახელით მინდა მადლობა გადაგიხადოთ, ისევე, როგორც მოგილოცოთ საქართველოს ეს წარმატება იმისთვის, რომ საქართველო გახდეს აყვავებული და საქართველოს ჰქონდა ის პოლიტიკური გამბედაობა, რომ ამ პროცესში ჩაბმულიყო. მთავრობას და პარტიებს ვუხდი მადლობას იმისთვის, რომ ხელი მოაწერეს პრეზიდენტ მიშელის მიერ მოწოდებულ შეთანხმებას, რომელიც კომპრომისზე იყო დამყარებული. ეს არის საქართველოს დემოკრატიის განვითარების გზაზე გადადგმული ნაბიჯი და მისი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. აშშ-ის სახელით მინდა მოგილოცოთ და მადლობა გადაგიხადოთ ამისთვის“, – განაცხადა დეგნანმა.


