Accentnews.ge
ხვალ შარლ მიშელი საქართველოს ეწვევა

ხვალ შარლ მიშელი საქართველოს ეწვევა

19/04/2021 18:38:30 პოლიტიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ხვალ საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ორბელიანების სასახლეში ონლაინ ჩართვის დროს განაცხადა.

„მაქვს პატივი, გამოვაცხადო, რომ ხვალ ჩამოვალ საქართველოში, რადგან შევხვდე თითოეულ თქვენგანს, რათა გამოვხატო პატივისცემა და თქვენთან ერთად განვიხილო, როგორ გადავდგამთ შემდეგ ნაბიჯებს ერთად, რომ გავაძლიეროთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები. მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას ხვალ. მე დღეს ბრიუსელში ვარ, მაგრამ ჩემი გული საქართველოშია", - აცხადებს მიშელი.

ორბელიანების სასახლეში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე „საქართველოს სამომავლო გზა“ ხელმოწერა გაიმართა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S