Accentnews.ge
სამადაშვილმა განმარტა, რატომ აწერს ხელს შეთანხმებას და იმედი გამოთქვა, რომ "მალე შესაძლებელი გახდება, ოპოზიციური სპექტრი სრულად იყოს წარმოდგენილი პარლამენტში

სამადაშვილმა განმარტა, რატომ აწერს ხელს შეთანხმებას და იმედი გამოთქვა, რომ "მალე შესაძლებელი გახდება, ოპოზიციური სპექტრი სრულად იყოს წარმოდგენილი პარლამენტში

19/04/2021 18:48:40 პოლიტიკა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" (ენმ) წევრმა სალომე სამადაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი ინდივიდუალურად მოაწერა. ენმ კი დოკუმენტს ხელს არ აწერს.

სამადაშვილმა განმარტა, რატომ აწერს ხელს შეთანხმებას და იმედი გამოთქვა, რომ "მალე შესაძლებელი გახდება, ოპოზიციური სპექტრი სრულად იყოს წარმოდგენილი პარლამენტში":

"მინდა განვაცხადო, რომ მე დღეს ხელს ვაწერ ამ დოკუმენტს როგორც პარლამენტის ინდივიდუალური წევრი. მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ბატონ მიშელს. ეს დოკუმენტი და ამ დოკუმენტის ხელმოწერა დღეს ადასტურებს ერთადერთ რამეს, რომ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს სახელმწიფოს არ აქვს სხვა ალტერნატივა გარდა ევროპული მომავლისა. საქართველო დღეს ამ ხელმოწერით კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს ევროპისკენ და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ ხელი მომეწერა ამ დოკუმენტისთვის. აქვე მინდა აღვნიშნო აუცილებლად, რომ ეს დოკუმენტი ასევე, გახლავთ გზა იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში დავასრულოთ პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა, გავათავისუფლოთ პოლიტპატიმრები, მათ შორის ნიკა მელია, ენმ-ს თავმჯდომარე და გიორგი რურუა. და ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ მომავალში ჩვენ აღარასოდეს დაგვჭირდება ასეთი შეწუხება ჩვენი ქვეყნის და სახელმწიფოს მეგობრების, იმისთვის, რომ ვიცხოვროთ ისე, როგორც ეკადრება ჩვენს სახელმწიფოს.. დიდი იმედი მაქვს, რომ სულ მალე, ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ, შესაძლებელი გახდება ოპოზიციური სპექტრი სრულად იყოს წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში".

იხილეთ ასევე: „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციის ნაწილმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S