ზურაბიშვილი – მიშელს: "ამ შეთანხმების შედეგად საქართველოსთვის გზა ევროინტეგრაციისკენ ხელახლა და ბევრად უფრო აქტიურად უნდა გაიხსნას"
19/04/2021 18:59:16 პოლიტიკა
"მინდა, ბატონ მიშელს გადავუხადო დიდი მადლობა გაწეული ძალისხმევისთვის", – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარტიების მიერ შარელ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, "ამ შეთანხმების შედეგად საქართველოსთვის გზა ევროინტეგრაციისკენ ხელახლა და ბევრად უფრო აქტიურად უნდა გაიხსნას":
„თქვენი ჩართულობა, ეს არის ევროკავშირის ჩართულობა და ეს ნიშნავს ორ რამეს – ერთი, რომ საქართველოს, გეთანხმებით, სხვა პერსპექტივა არ გააჩნია და მეორე, რომ საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი დღეს ევროკავშირისთვის მისი სტაბილურობა და მისი დემოკრატიულობა. ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა საქართველოში პოლიტიკურად დეპოლარიზაციისკენ და ეს ჩემთვის პირადად და მგონი მთელი საზოგადოებისთვის არის ძალიან დიდი რამ. მაგრამ, მეორე ნაბიჯი უნდა გადავდგათ ერთად. ამ შეთანხმების შედეგად საქართველოსთვის გზა ევროინტეგრაციისკენ ხელახლა და ბევრად უფრო აქტიურად უნდა გაიხსნას, ამაზე მე დიდი იმედი მაქვს, რომ დავიწყებთ ძალიან სწრაფად მუშაობას და მე ძალიან მინდა, რომ ეს დაიწყოს ხვალვე თქვენი ვიზიტით“.
იხილეთ ასევე: „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციის ნაწილმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს.


