საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
19/04/2021 19:00:24 პოლიტიკა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონიალის პარალელურად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე მოძრაობა საქართველოსთვის წევრები შეიკრიბნენ და დოკუმენტზე ხელმოწერის პროცესს აპროტესტებენ. როგორც ცნობილია, მათთვის მიუღებელია ამნისტიასთან დაკავშირებული პუნქტი, რომელიც 20 ივნისის მოვლენებს ეხება.
შეგახსენებთ, რომ დღეს შეთახმების დოკუმენტს ხელი მოაწერა „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა. შეთანხმებას ამ ეტაპზე არ უერთდებიან ენმ და „ევროპული საქართველო“.
დოკუმენტზე ინდივიდუალურად მოაწერა ხელი ენმ–ის წევრმა სალომე სამადაშვილმა და განაცხადა, რომ ხელმომწერი პირები პარლამენტში ამნისტიის კანონის მხარდასაჭერად მივლენ.


