Accentnews.ge
„ნაციონალური მოძრაობა“ მალე იქნება პარლამენტში სრული დეპუტაციით წარმოდგენილი“

„ნაციონალური მოძრაობა“ მალე იქნება პარლამენტში სრული დეპუტაციით წარმოდგენილი“

19/04/2021 19:10:25 პოლიტიკა

ენმ–ის წევრი სალომე სამადაშვილი, რომელმაც შეთანხმების დოკუმენტს ხელი არა პარტიის სახელით, არამედ ინდივიდუალურად მოაწერა ხელი, ოპტიმისტურადაა განწყობილი ენმ–ის მიერ პარლამენტში საქმიანობის გაგრძელებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის დატოვების შემდეგ განუცხადა.

„ის ადამიანები, რომლებმაც დღეს ხელი მოაწერეს შეთანხმებას, პარლამენტში მივლენ ამნისტიის კანონის მხარდასაჭერად. ამნისტიის კანონის თანახმად ჩვენ მივიღებთ, მათ შორის, ნიკა მელიას გათავისუფლებას საპატიმროდან და ამის შემდეგ, როგორც ჩანს, „ნაციონალური მორაობაც“ დანარჩენ ოპოზიციას შემოუერთდება პარლამენტში.

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. პარლამენტში საქმიანობა ჯერ არ დაგვიწყია: დღეს ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, ამ შეთანხმებას აქვს პირობები, ეს პირობები უნდა შესრულდეს. ამის შემდეგ დაიწყება საპარლამენტო პროცესი და მე რამდენადაც მესმის, „ნაციონალური მოძრაობა“ სრული დეპუტაციით მალე იქნება პარლამენტში წარმოდგენილი“.

შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ამ ეტაპზე მხოლოდ ენმ და „ევროპული საქართველო“ არ აწერენ ხელს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S