Accentnews.ge
არჩილ თალაკვაძე: „ველით ნაყოფიერ თანამშრომლობას ოპოზიციასთან საქართველოს პარლამენტში”

არჩილ თალაკვაძე: „ველით ნაყოფიერ თანამშრომლობას ოპოზიციასთან საქართველოს პარლამენტში”

19/04/2021 19:14:59 პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ”დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, რომელიც საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებას უკავშირდება და ის ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები, რომელიც ჩვენ, საზოგადოებასთან და პარტნიორებთან ერთად გავატარეთ, დღეს გვაძლევს საშუალებას, რომ გვქონდეს წარმომადგენლობითი და მრავალ პარტიული პარლამენტი“.

„ეს შეთანხმება, სწორედ ამას ემსახურება და ვფიქრობ, რომ პოზიტიური ნაბიჯი არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. ჩვენ, დღეს მნიშვნელოვანი განმარტებები მოვისმინეთ, გაკეთდა მნიშვნელოვანი განმარტებები ისეთ საკითხებთან მიმართებაში, როგორიც არის პატიმრების საკითხები, როგორიც არის 43%-იანი ნდობის ზღვრის გამოყენება თვითმართველობის არჩევნებში, ასევე 2/3-იანი ქვორუმის პრინციპების გამოყენება, რომელთან ერთად არსებობს შეთანხმება, რომ ჩვენ შემოვიღებთ და კანონში გავწერთ ასევე ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმს, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროპულ, საუკეთესო პრაქტიკასთან. მსურს მადლობა გადავუხადო მედიაციისთვის, პრეზიდენტ მიშელს ასევე ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ელჩებს საქართველოში, რაც მთავარია ჩვენს თანამოქალაქეებს იმისთვის, რომ მოთმინებით ადევნებდნენ თვალს ამ თვეების განმავლობაში, საკმაოდ დაძაბულ პოლიტიკურ მოლაპარაკებებს. ველით ნაყოფიერ თანამშრომლობას ოპოზიციასთან საქართველოს პარლამენტში”,– განაცხადა თალაკვაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S