Accentnews.ge
აშშ–ის ელჩი: „დოკუმენტი ღია რჩება პარლამენტის ინდივიდუალური წევრებისთვის. გვინდა, ეს იყოს ფართო შეთანხმება“

აშშ–ის ელჩი: „დოკუმენტი ღია რჩება პარლამენტის ინდივიდუალური წევრებისთვის. გვინდა, ეს იყოს ფართო შეთანხმება“

19/04/2021 19:28:07 პოლიტიკა

საქართველოში აშშ–ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, პარტიებს შორის „კომპრომისის მიღწევა რთული იყო და შეთანხმების დოკუმენტი ღია რჩება პარლამენტის ინდივიდუალური წევრებისთვის ხელმოსაწერად.

„გვინდა, რომ ეს იყოს ფართო შეთანხმება, რომ საქართველომ წინ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას მის ევროატლამრნტიკურ ოჯახში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამერიკას უნდა, საქართველო ნახოს წარმატებული. ეს [შეთანხმება–რედ.] ნამდვილი წარმატებაა. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ, მაგრამ დარწმუნებულ ვარ, ნელ–ნელა საქართველოს ფუნქციური პარლამენტი ეყოლება. საქართველოს ინსტიტუტების გაძლიერება მნიშვნელოვანია“,– განაცხადა კელი დეგნანმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის დატოვების შემდეგ.

დღეს ოპოზიციის ნაწილმა და სახელისუფლებო გუნდმა შეთანხმების დოკუმენტს მოაწერა ხელი. შეთანხმებას ამ ეტაპზე არ უერთდებიან „ევროპული საქართველო“ და ენმ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S