„ტალახის სროლა არ გაუვათ! ვიღებ პაუზას“ – სამადაშვილი თანაპარტიელებს პასუხობს
19/04/2021 20:16:02 პოლიტიკა
სახელისუფლებო გუნდთან შეთანხმების დოკუმენტზე ერთადერთი ხელმომწერი „ნაციონალური მოძრაობიდან“ სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ დოკუმენტზე ხელმოწერის გამო რიგი თანაპარტიელის კრიტიკას იგივეტონალობაში არ უპასუხებს, რადგან მათ ახლო მომავალში მოუწევთ პარლამენტში მისვლა და არ უნდა, მათ უხერხულად იგრძნონ თავი.
„ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც ჩემი გადაწყვეტილება არ მოეწონა, მაგრამ მე ჩემი პრინციპები მაქვს“,– აღნიშნა სამადაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.
როგორც სამადაშვილი განმარტავს, დღევანდელი შეთანხმების გაფორმება რიგი მიზეზებით იყო ნაკარნახევი, მათ შორის ნიკა მელიას გათავისუფლების მოტივაციით. სამადაშვილი დაწემუნებულია, რომ მელია საპატიმროს რამდენიმე კვირაში დატოვებს.
„სხვისი ხელით თუ უნდათ ნიკა მელიას გათავისუფლება და შემდეგ ამ ხალხის დამუნათება, ეს სწორი საქციელი არაა. როგორ ესახებოდა ენმ–ს ნიკა მელიას პატიმრობიდან გამოყვანა, თუ დღევანდელი შეთანხმება არ შედგებოდა? დღეს ჩვენს თავზე ავიღეთ პასუსმგებლობა, რომ ნიკა მელა სულ მალე დატოვებს საპატიმროს და თან უნდათ რომ ტალახი ისროლონ ჩვენი მისამართით? ეს არ გაუვათ. საზოგადოება ამას ადექვატურად შეაფასებს. მძიმე გადაწყვეტილება იყო. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა, მათ შორის, იმიტომაც, რომ ნიკა მელიამ და გიორგი რურუამ უახლოეს მომავალში დატოვონ საპატიმრო“,– განაცხადა სალომე სამადაშვილმა და დასძინა, რომ პარტია მისი პოზიციის შესახებ ინფორმირებული იყო, ისევე როგორც ნიკა მელია.
სამადაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე პაუზას იღებს:
„პარტიამ დაუშვა შეცდომა. მე წარმომაიდგენია, რომ ნიკა მელია უნდა გამოვიდეს საპატიმროდან და როგორც თავმჯომარემ, ბევრი რამ გადაალაგოს პარტიაში. მეც შემდეგ გადავწყვეტ. ისიც გადაწყდება შესაბამისად, საპარლამენტო წარმომადგენლობა ექნება თუ არა ამ პარტიას. ვიღებ პაუზას. პარტიის საქმიანობაში ამ ეტაპზე მონაწილეობას არ მივიღებ“.
რამდენიმე წუთის შემდეგ სამადაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა:
"სასაცილოდ და ინფანტილურად გამოიყურება ენმ-ის პოზიცია- მელიას გამოშვების გარეშე არ მოვაწერთ ხელს ამ დოკუმენტს, მაგრამ სხვებმა მოაწერონ, მელია და რურუა გამოაშვებინონ, მერე ვინც მოაწერს, იმათ მოღალატეს დავუძახებთ. ოღონდ, მელიას გამოსვლის შემდეგ, თვითონაც აპირებენ პარლამენტში შემოსვლას.
უხერხულია, მხოლოდ ამას ვიტყვი. ტალახს მაინც არ ვისვრი. ამ გაუგებრობაში ჩემი ადგილი აღარაა. წარმატებები".
პრეზიდენტის სასახლეში შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერები დატოვეს: დავით ბაქრაძემ, ალეკო ელისაშვილმა, ბადრი ჯაფარიძემ, ზურაბ ჯაფარიძემ, მამუკა ხაზარაძემ, ვახტანგ მეგრელიშვილმა, შალვა პაპუაშვილმა, სალომე სამადაშვილმა, ხათუნა სამნიძემ, არჩილ თალაკვაძემ, გიორგი ვაშაძემ. ამ ეტაპზე შეთანხმებას არ უერთდებიან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველო“. ბაქრაძემ და სამადაშვილმა დოკუმენტს ხლი მოაწერეს როგორც დამოუკიდებელმა დეპუტატებმა.


