Accentnews.ge
„მოვედი ხელის მოსაწერად“ – შეთანხმებას კიდევ ერთი დეპუტატი შეუერთდა

„მოვედი ხელის მოსაწერად“ – შეთანხმებას კიდევ ერთი დეპუტატი შეუერთდა

20/04/2021 07:29:33 პოლიტიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტზე „ევროპული საქართველოს“ კვოტით გასული დეპუტატის არმაზ ახვლედიანის ხელმოწერაც იქნება.

ახვლედიანი ამ მიზნით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მივიდა.

„მოვედი ხელის მოსაწერად. მოვედი იმიტომ, რომ რაც აქამდე ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო აქტივისტების ძალისხმევით გაკეთდა, ეს მხოლოდ დასაწყისია. დასასრულებელია ეს ბრძოლა და უნდა მოხდეს სრული დემონტაჟი არანორმალური სისტემისა, რომელიც ამ წლების განმავლობაში შეიქმნა. თუ ეს ასე არ მოხდა, ქაღალდი, რომელზეც ხელი უნდა მოვაწერო, ფარატინა ქაღალდი იქნება. მზად ვარ ბოლომდე ბრძოლისთვის“,– ამგვარად განმარტა ახვლედიანმა საკუთარი პოზიცია ჟურნალისტებთან.

ახვლედიანი ამბობს, რომ პოზიცია „ევროპულ საქართველოსთან“ არ შეუთანხმებია:

„მით უფრო, პოლიტიკაში პირად გადაწყვეტილებას არავისთან არ ვათანხმებ, როდესაც ვხვდები, რომ ეს გადაწყვეტილება აქ და ახლაა მისაღები. დარწმუებული ვარ, ყველა პარტია, მათ შორის, „ევროპული საქართველოც“ მალე შეუერთდება ამ ოპოზიციურ ერთობას, რომელიც რეალურად დღეს იწყებს „ქართული ოცების“ წინააღმდეგ ბრძოლის ახალ ეტაპს“.

ცნობისთვის: პრეზიდენტის სასახლეში შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერები დატოვეს: დავით ბაქრაძემ, ალეკო ელისაშვილმა, ბადრი ჯაფარიძემ, ზურაბ ჯაფარიძემ, მამუკა ხაზარაძემ, ვახტანგ მეგრელიშვილმა, შალვა პაპუაშვილმა, სალომე სამადაშვილმა, ხათუნა სამნიძემ, არჩილ თალაკვაძემ, გიორგი ვაშაძემ. ამ ეტაპზე შეთანხმებას არ უერთდებიან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველო“. ბაქრაძემ და სამადაშვილმა დოკუმენტს ხლი მოაწერეს როგორც დამოუკიდებელმა დეპუტატებმა.

მიშელის დოკუმენტი მოიცავს საარჩევნო და სასამართლო რეფორმის და პარლამენტში ძალაუფლების განაწილების საკითხებს. რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნებს, მის მიერ პოლიტპატიმრებად მიჩნეული ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლების და ვადამდელი არჩევნების შესახებ, დიკუმენტის თანახმად:

"ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება".

შეთანხმების ამ პუნქტის ფარგლებში ექცევა პატიმრობიდან "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლება, თუ მანამდე გადახდილი არ იქნება გირაო. რაც შეეხება იარაღის უკანონოდ შენახვა-ტარების ბრალდებით მსჯავრდებულ გიორგი რურუას, 19 აპრილს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მზად არის მიიღოს რურუას შეწყალების "სკანდალური გადაწყვეტილება" იმ პირობით, თუ პარტიები შეთანხმებას ხელს მოაწერენ და პარლამენტში შევლენ.

რაც შეეხება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესაძლებლობას, შარლ მიშელის დოკუმენტით, "ქართული ოცნების 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია "ქართული ოცნება" მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S