"ვულოცავ ყველა პოლიტიკოსს, ვინც ხალხის ინტერესი პარტიულზე მაღლა დააყენა"
20/04/2021 10:16:13 პოლიტიკა
ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი საქართველოში პოლიტიკურ მხარეებს შორის შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ ელოდება მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას.
"ვულოცავ ყველა პოლიტიკოსს, ვინც მოუსმინა ქართველ ხალხს და დააყენა ხალხის ინტერესი პარტიულ ინტერესებზე მაღლა. ველოდები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას", - წერს მარინა კალიურანდი სოციალურ ქსელში.
გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციის ნაწილმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს.


