Accentnews.ge
შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელი გრიგოლ ვაშაძემაც მოაწერა

შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელი გრიგოლ ვაშაძემაც მოაწერა

20/04/2021 10:37:04 პოლიტიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ მომზადებულ შეთანხმების დოკუმენტს ხელი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემაც მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

ვაშაძე საელჩოში ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა.

გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ 15 დეკემბერს დატოვა. „ვერ შევეგუები, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია, თითქოს და ჩავაბარეთ წარსულს და, რომლებთან ერთად ვერასდროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას“, – განაცხადა მან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S