"კახა კალაძეს არაფერი სჭირს საამისო, რომ ვინმეს გუნდში იხილოთ"
20/04/2021 10:47:57 პოლიტიკა
"კახა კალაძეს არაფერი სჭირს საამისო, რომ ვინმეს გუნდში იხილოთ", - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ აპირებს, ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდეს.
მისივე თქმით, ნაადრევია საუბარი მერობის კანდიდატებზე და მმართველი პარტია ყველა მათგანს, ასევე საკრებულოს წევრობის კანდიდატებს არჩევნებამდე 1 - 1,5 თვით ადრე დაასახელებს.


