Accentnews.ge
შარლ მიშელი საქართველოშია

შარლ მიშელი საქართველოშია

20/04/2021 11:11:08 პოლიტიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოშია. თვითმფრინავი თბილისის საერთაშოროსო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. შარლ მიშელი ვიზიტს პრეზიდენტთან შეხვედრით დაიწყებს, რის შემდეგაც ისინი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

დღესვე შარლ მიშელისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა გაიმართება.

ამასთან, ვიზიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალკვაძესა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს პარლამენტში შეხვდება. დღის ბოლოს სალომე ზურაბიშვილის სახელით ბატონ შარლ მიშელის პატივსაცემად სადილი გაიმართება.

19 აპრილს „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციის ნაწილმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს:

  • "ლელომ" [ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე];
  • "სტრატეგია აღმაშენებელმა" [გიორგი ვაშაძე];
  • "რესპუბლიკურმა პარტიამ" [ხათუნა სამნიძე];
  • "გირჩმა" [ვახტანგ მეგრელიშვილი];
  • "გირჩი - მეტი თავისუფლებამ" [ზურაბ ჯაფარიძე];
  • "მოქალაქეებმა" [ალეკო ელისაშვილმა];
  • ინდივიდუალურად ხელი მოაწერეს სალომე სამადაშვილმა, დავით ბაქრაძემ, არმაზ ახვლედიანმა, გრიგოლ ვაშაძემ და შალვა შავგულიძემ.
  • ხელისუფლების მხრიდან - პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა.

დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს :

"ნაციონალურმა მოძრაობამ", "ევროპულმა საქართველომ", "ლეიბორისტულმა პარტიამ" და პოლიტიკოსმა ელენე ხოშტარიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S