ლევან ხაბეიშვილი – გრიგოლ ვაშაძეზე: "როგორც პოლიტიკოსი იგი ფაქტობრივად აღარ არსებობს"
20/04/2021 11:37:47 პოლიტიკა
"ადამიანურად, გულწრფელად ვწუხვარ გრიგოლ ვაშაძის გამო, სამწუხარო და ვფიქრობ, ტრაგიკულიცაა, რომ იმ პარტიის თავმჯდომარე დღეს მძევლადაა აყვანილი, რომლის თავმჯდომარეც თვითონ იყო", - ასე აფასებს "ნაციონალურ მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი ლევან ხაბეიშვილი, პარტიის ყოფილი თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის ხელმოწერას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ახალ დოკუმენტზე ხელმოწერას.
როგორც ხაბეიშვილი აცხადებს, გრიგოლ ვაშაძეს პარტიისთვის ყველაზე მნიშვნელოვან დროს სოლიდარობა არ გამოუცხადებია, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ ის როგორც პოლიტიკოსი აღარ არსებობს:
"ადამიანურად, გულწრფელად ვწუხვარ ბატონი გრიგოლის გამო, სამწუხარო და ვფიქრობ, ტრაგიკულიცაა, რომ იმ პარტიის თავმჯდომარე დღეს მძევლადაა აყვანილი, რომლის თავმჯდომარეც თვითონ იყო. ეს კაციც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე იყო და ნიკა მელიას დაკავების, მთელი ამ ბრძოლების პროცესში ერთხელაც კი არ გასჩენია სურვილი, რომ სოლიდარული ყოფილიყო მისი ყოფილი თანაგუნდელის ან თანაგუნდელების მიმართ. როგორც პოლიტიკოსი ის ფაქტობრივად აღარ არსებობს, და როგორც ადამიანი სამწუხაროდ მოიქცა ისე, რომ არ შეუძლია თავის თანაგუნდელებს თვლებში ჩახედოს".


