Accentnews.ge
საქართველოს პრეზიდენტი:"ხელმოწერას დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებისთვის, რომელიც იყო დაღლილი, დაძაბული ამ პოლარიზაციით, და გაუთავებელი არეულობით, თუნდაც შეურაცხყოფილი"

საქართველოს პრეზიდენტი:"ხელმოწერას დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებისთვის, რომელიც იყო დაღლილი, დაძაბული ამ პოლარიზაციით, და გაუთავებელი არეულობით, თუნდაც შეურაცხყოფილი"

20/04/2021 12:38:13 პოლიტიკა

საქართველოს პრეიზდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

მისივე თქმით, შეთანხმების დოკუმენტზე დღეს ახალი ხელმოწერები დაემატა და იმედი აქვს, ამ პროცესის გაგრძელებით მომავალში სრულყოფილ შედეგს მიიღებენ.

„ბატონო პრეზიდენტო, კიდევ ერთხელ მინდა, დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა და მადლობა მოგახსენოთ იმ ძალიახმევისთვის, რამაც მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე. დღეს დილიდან კიდევ ახალი ხელმოწერებია შეთანხმების დოკუმენტზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ის დინამიკა, რომელიც დაიწყო გუშინ, გრძელდება, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალ დღეებში, მომავალში კიდევ გაგრძელდება და მივიღებთ სრულყოფილ შედეგს. ეს იქნება და არის უკვე ნამდვილად ყველას გამარჯვება, პირველ როგში ამ ქვეყნისთვის.

შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა, რომელიც არის თქვენი და თქვენი წარმომადგენლის, ასევე აშშ-ის დახმარებით მიღწეული, ძალიან ბევრს ნიშნავს შიდა პოლიტიკური წინსვლისთვის.

პირველ რიგში, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა საზოგადოებისთვის, რამეთუ საზოგადოება ნამდვილად იყო დაღლილი, ვიტყოდი კიდევაც, გადაღლილი, დაძაბული ამ პოლარიზაციით, დაპირისპირებით და გაუთავებელი არეულობით, თუნდაც შეურაცხყოფილი, რადგან ეს არ არის ის ღირებულებები, რაც იყო და უნდა იყოს საქართველოს ღირებულებები. ამიტომ, დღევანდელ დღეს საზოგადოებამ ამოისუნთქა და თვითონაც გრძნობს, რომ ეს არის მისთვის გამარჯვების დღე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე განცხადებით, პოლიტიკური შეთანხმებით გაძლიერდა როგორც პარლამენტის, ასევე პრეზიდენტის ინსტიტუტი.

პოლიტიკურმა შეთანხმებამ გამოიტანა უკვე შედეგები და ეს არის ინსტიტუტების გაძლიერება, პირველ რიგში, პარლამენტის გაძლიერება. რამეთუ, დღევანდელი დღიდან ეს არის მრავალპარტიული პარლამენტი. პარლამენტი, როემლესაც უკვე შეუძლია, რომ იყოს არა დაპირისპირების, ერთმანეთის სიძულვილის და ლანძღვის ადგილი, არამედ, მთავარი გამოწვევების გადალახვის ადგილი და ჩვენ მართლა წინსვლით გამოვირჩეოდეთ არა უკუსვლით. ის ადგილი და უფლებები, რაც დღეს ოპოზიციას ენიჭება საქართველოს პარლამენტში, რაც ნამდვილად ნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტი დგას სხვა ევროპელ ქვეყნებთან უმაღლეს დონეზე. ბევრი ქვეყანაა, სადაც ასეთი უფლებები ნამდვილად არ მიენიჭება ოპოზიციას. [პარლამენტი] გახდა ქმედითუნარიანი და ყველანი ველოდებით, რომ ვნახოთ ეს შედეგები. ასევე გაძლიერდა პრეზიდენტის ინსტიტუცია, რომელიც უნდა იყოს ქვეყნის შემწყნარებლობის, სტაბილურობის და სახელმწიფოს სახე საზღვარგარეთ და საერთაშორისო სივრცეში. ამდენად, ის ფაქტი, რომ მთლიანად ოპოზიცია ხელმოწერისთვის აქ შეიკრიბა, ეს უბრუნებს პრეზიდენტს თავის ნამდვილ როლს, უბრუნებს ნდობას და პატივისცემას, რის გარეშეც პრეზიდენტი ვერ შეასრულებს თავის როლს. მეტიც, შეუძლია რომ გააკეთოს და თუ საჭირო გახდება, მაგრამ იმედი მაქვს საჭირო აღარ იქნება, მედიაცია შეასრულოს, რომ აღარ იყოს მუდმივად თქვენი შეწუხება საჭირო“, - მიმართა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S