Accentnews.ge
ნინო ლომჯარია რუსთავის ციხეში ნიკა მელიას ხვდება

ნინო ლომჯარია რუსთავის ციხეში ნიკა მელიას ხვდება

20/04/2021 14:31:04 პოლიტიკა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიასთან შესახვედრად მივიდა.

როგორც ომბუდსმენმა ჟურნალისტებს განუცხადა, სურს მოისმინოს მელიას პოზიცია მისი გათავისუფლების გზებთან დაკავშირებით.

"უბრალოდ მინდა საუბარი მასთან, მაინტერესებს როგორ არის და დღევანდელ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ვისაუბრებ ზოგადად. მინდა, რომ ამ ვითარებაში, როდესაც დღეს მისი გათავისუფლების გზებზეა საუბარი, მისი აზრი გავიგო", - განაცხადა ლომჯარიამ.

​კითხვაზე - არსებობს თუ არა სამართლებრივად შესაძლებლობა, მელიამ საპატიმრო გირაოს გარეშე დატოვოს, ომბუდსმენმა თქვა, რომ ეს ძალიან ბევრი ფორმით არის შესაძლებელი.

"ძალიან ბევრი ფორმით შეიძლება იყოს გათავისუფლებული. თავად პროკურატურას შეუძლია მიიღოს ნებისმიერი სახის გადაწყვეტილება, შეუძლია გირაოს გარეშეც დატოვოს, შეუძლია საერთოდ შეწყვიტოს დევნა შეცვლილი გარემოებების და საჭიროებების გამო, ბევრი ვარიანტი არსებობს", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ცნობისთვის, გუშინ, 19 აპრილს, ნიკა მელიამ ფეისბუქპოსტით დააფიქსირა პოზიცია შარლ მიშელის დოკუმენტზე, რომ ის "გარიგებაში არ და ვერ შევა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S