შარლ მიშელი – ნიკა მელიას გათავისუფლებაზე: "დარწმუნებული ვარ, ყველა აიღებს პასუხისმგებლობას, რომ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები შესრულდეს"
20/04/2021 14:40:54 პოლიტიკა
"დარწმუნებული ვარ, ყველა აიღებს პასუხისმგებლობას, რომ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები შესრულდეს", - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ენმ–ის ლიდერი ნიკა მელიას გათავისუფლების მექანიზმებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
„ეს სანდოობის საკითხია. ჩვენ შევხვდით სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერს ბოლო დღეების განმავლობაში და მაქვს შთაბეჭდილება, რომ არსებობს ძლიერი პოლიტიკური ნება ნაბიჯების სწორი მიმართულებით გადასადგმელად და სწორი ნაბიჯების გადადგმა ამ შეთანხმების განხორცილებაა“, - განაცხადა შარლ მიშელმა.


