Accentnews.ge
"მხარდაჭერას მომავალშიც გავაგრძელებთ, ეს მნიშვნელოვანია განსაკუთრებით რთული რეგიონული სიტუაციის ფონზე"

"მხარდაჭერას მომავალშიც გავაგრძელებთ, ეს მნიშვნელოვანია განსაკუთრებით რთული რეგიონული სიტუაციის ფონზე"

20/04/2021 13:56:06 პოლიტიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოს მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს. მისი თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში რთული ვითარების ფონზე.

„ჩვენი მზაობა, ჩვენი მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. [...] რასაკვირველია, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ. განსაკუთრებით, რთული რეგიონული სიტუაციის ფონზე. ჩვენ კარგად ვხედავთ რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერებას უკრაინის საზღვარზე და კარგად ვხედავთ რა მდგომარეობაა ყირიმში – რეგიონი უკანონოდაა ანექსირებული. ევროკავშირმა, რა თქმა უნდა, გადადგა კონკრეტული ნაბიჯები კრიზისის განსამუხტად. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ევროკავშირის ვალდებულება და მზადყოფნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის კვლავ რჩება ურყევი", – განაცხადა შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივ პრეს–კონფერენციაზე.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" და ოპოზიციის ნაწილმა მის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S