Accentnews.ge
ღარიბაშვილი – მიშელს: "ხელოვნურად შექმნილი კრიზისი დასრულებულია, ამისთვის მადლობას იმსახურებთ"

ღარიბაშვილი – მიშელს: "ხელოვნურად შექმნილი კრიზისი დასრულებულია, ამისთვის მადლობას იმსახურებთ"

20/04/2021 14:31:14 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს მედიაციისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში მიშელის ჩართულობის შედეგად, შეთანხმება შედგა და ქვეყანაში "ხელოვნურად შექმნილი კრიზისი დასრულდა".

"პრეზიდენტო მიშელ, თქვენ პირველ ამ დარბაზში განაცხადეთ თქვენი ინიციატივის შესახებ, რომელიც უკავშირდებოდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიაციას თქვენი პირადი წარმომადგენლის ჩართულობით. სწორედ 1 თვის და 20 დღის შემდეგ, მე ვარ ბედნიერი და ამაყი, რომ შედეგი სახეზეა - შეთანხმება შედგა და შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნურად შექმნილი კრიზისი საქართველოში დასრულებულია. თქვენ ამისთვის გულწრფელ მადლობას იმსახურებთ. მინდა ჩვენი მთავრობის, პოლიტიკური გუნდის სახელით მადლობა გადაგიხადოთ იმ ძალისხმევისთვის, რომელიც თქვენ გასწიეთ ამ კონკრეტული შედეგის მისაღწევად", - მიმართა ღარიბაშვილმა შარლ მიშელს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S