"მოწადინებული ვართ, ყველა პირობა უმოკლეს ვადაში შევასრულოთ"
20/04/2021 15:00:04 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ მოწადინებულია, შეთანხმების დოკუმენტის ყველა პირობა უმოკლეს ვადაში შეასრულოს.
„რაც შეეხება იმპლემენტაციას და შეთანხმების შესრულებას: მე შემიძლია დაგიდასტუროთ ჩვენი გუნდი სახელით, რომ ჩვენი მხრიდან არავითარი შეყოვნება არ იქნება. ჩვენ მაქსიმალურად მოწადინებული ვართ, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში შევასრულოთ ის პირობა, რომელზეც ჩვენ ხელი მოვაწერეთ",– აცხადებს პრემიერი.
მისივე თქმით, „ოცნება“ მზადაა კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმისთვის:
"ამ სულისკვეთებით გავაგრძელებთ მუშაობას პარლამენტში. დღეს ჩვენი ქვეყნისთვის არის მომენტი, როდესაც დგას დრო გაერთიანების და არა – გაყოფის. ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე დგას უამრავი გამოწვევა, რომელსაც სჭირდება ერთიანი ძალისხმევით მუშაობა საქართველოს პარლამენტში, რათა ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალური განვითარების რეჟიმს".


