Accentnews.ge
პარლამენტში შარლ მიშელი შეთანხმებაზე ხელმომწერ პოლიტიკოსებს ხვდება

პარლამენტში შარლ მიშელი შეთანხმებაზე ხელმომწერ პოლიტიკოსებს ხვდება

20/04/2021 15:00:09 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრა მიმდინარეობს. ევროპელი დიპლომატი მის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტზე ხელმომწერ პოლიტიკოსებს ხვდება.

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძისა და მმართველი პარტიის წევრების გარდა, შეხვედრაზე იმყოფებიან „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წარმომადგენელი ზურაბ ჯაფარიძე, „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე, „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი, ასევე დავით ბაქრაძე, არმაზ ახვლედიანი, სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, დავით ზილფიმიანი.

შეხვედრას ესწრებიან საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S