ჯაფარიძე მელიასთან ციხეში მიდის
20/04/2021 16:54:40 პოლიტიკა
"ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას მოსანახულებლად საპატიმროში მიდის. პარტიის პრეს–სამსახურის ცნობით, ჯაფარიძემ ენმ-ის დაპატიმრებულ ლიდერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პოზიციები უნდა გააცნოს.
დღეს მიშელთან შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ევროკავშირი მელიას გირაოს იმ შემთხვევაში დაფარავს, თუ თავად პატიმრობაში მყოფი ლიდერი იქნება ამაზე თანახმა.
მანამდე მელიამ განაცხადა, რომ თავად გირაოს გადახდას არ აპირებს.
ცნობისთვის: "ლელომ" ოპოზიციური პარტიების ნაწილის მსგავსად, მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა. დოკუმენტზე ხელი ამ დრომდე არ მოუწერია "ნაციონალურ მოძრაობას" და "ევროპულ საქართველოს".


