"უნდა მოიძებნოს გამოსავალი, რომ მელია დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს, არსებობს ბევრი სამართლებრივი ინსტრუმენტი ისეთი, რომ ადამიანისგან არ მოითხოვდეს მორალურ კომპრომისს"
20/04/2021 18:24:11 პოლიტიკა
"უნდა მოიძებნოს გამოსავალი, რომ მელია დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს, არსებობს ბევრი სამართლებრივი ინსტრუმენტი ისეთი, რომ ადამიანისგან არ მოითხოვდეს მორალურ კომპრომისს", – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს ნიკა მელიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ნიკა მელიას მოვუყევი იმ საუბრების და მოლაპარაკებების შესახებ, რომელიც გვქონდა ბოლო დღეებში და ასევე, ვესაუბრე დღევანდელი შეხვედრის შესახებ შარლ მიშელთან. ის არის მხნედ. მას, რა თქმა უნდა, არ აქვს იმის განცდა, რომ დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი განიმუხტა იმიტომ, რომ, სანამ ის არ გათავისუფლდება პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაზე საუბარი არის ნაადრევი. ამიტომ „ქართულ ოცნებას“ უნდა ესმოდეს, რომ მოიძებნოს გამოსავალი ამ ვითარებიდან. უნდა მოიძებნოს გამოსავალი, არსებობს ბევრი სამართლებრივი ინსტრუმენტი ისეთი, რომ ადამიანისგან არ მოითხოვდეს მორალურ კომპრომისს. შესაბამისად, ეს არის ახლა ყველა ჩვენთაგანისთვის საზრუნავი, რომ მოიძებნოს ისეთი გამოსავალი რომ ნიკა მელია დაუყოვნებლივ იყოს გათავისუფლებული, იმიტომ რომ ეს სჭირდება ვითარების დეესკალაციას“ , - განაცხადა ჯაფარიძემ.


