Accentnews.ge
"ნიკა მელიამ მითხრა,  ჯოხივით გადამტეხესო... უკიდურესად შეურაცხყოფილად, დაღალატებულად, გადაგდებულად გრძნობს თავს"

"ნიკა მელიამ მითხრა, ჯოხივით გადამტეხესო... უკიდურესად შეურაცხყოფილად, დაღალატებულად, გადაგდებულად გრძნობს თავს"

20/04/2021 19:22:32 პოლიტიკა

ტელეკომპანია "ტვ პირველის" ეთერში ყოფილმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ის მესიჯი წააკითხა, რომელიც ჭიჭინაძის მტკიცებით, ნიკა მელიას ადვოკატმა იმ ჩათში გააგზავნა, სადაც ოპოზიციური პარტიების წევრები იმყოფებიან.

"ვიყავი ნიკა მელიასთან მითხრა, რომ ასე დამცირებულად რაც ციხეშია, არასოდეს უგრძვნია თავი. უკიდურესად შეურაცხყოფილად, დაღალატებულად, მოტყუებულად, გადაგდებულად გრძნობს თავს. გაყიდულად თვლის თავს, რადგან ხელი ისე მოეწერა არავინ გააგებინა მას. მიიჩნევს, რომ ხელმომწერების მხრიდან პრინციპული პოზიციის დაკავების შემთხვევაში გირაოს გარეშე მისი გამოსვლა შესაძლებელი იქნებოდა. ამბობს, გამოსვლა რომ სდომებოდა მათი შეთანხმების გარეშეც გამოვიდოდა ამ პირობებით. თვლის, რომ კატეგორიულად მიუღებელი და დამამცირებელია მისთვის გირაოს გადახდა, ვინც არ უნდა იყოს გადამხდელი, ევროკავშირმა კიარა ჯო ბაიდენმა რომ გადაიხადოს მისთვის გადახდის ფაქტია მიუღებელი. ამბობს, რომ არავინ გაითვალისწინა სასამართლო სხდომაზე მისი მოწოდება, რომ მისი თავისუფლებით არავის ევაჭრა, მიიჩნევს, რომ ხელმომწერებმა თავისი "გაინაღდეს" და ახლა უნდათ, რომ მისი რეპუტაციაც დააზიანონ, ცხელი კარტოფილის ხელში შეჩეჩებად განიხილავს გუშინდელ შედეგს. მიიჩნევს, რომ რაც ამ ბრძოლას ერქვა გირაოს არ გადავიხდი ეს იქნა სწორედ დავიწყებული ხელმომწერების მხრიდან, მითხრა, რომ გამხდარი ჯოხივით გადამტეხეს, ვითომ არც ვარსებობდე და ჩემთან შეთახნმების გარეშე ჩემით ივაჭრესო. მითხრა, რომ გუშინდელი და დღევანდელი დღე მისთვის ყველაზე მძიმე დღეებია, რაც კი ციხეშია. " - სწორედ აღნიშნული მესიჯი მისწერა ჭიჭინაძის ინფორმაციით, მელიას ადვოკატმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S