“შეთანხმების დადებითი მხარეა, რომ პრაქტიკულად გამორიცხავს ვადამდელ არჩევნებს”
20/04/2021 19:44:22 პოლიტიკა
“შეთანხმების დადებითი მხარეა, რომ პრაქტიკულად გამორიცხავს ვადამდელ არჩევნებს”, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.
იგი მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია თვითმმართველობის არჩევნებში 43%-ზე გაცილებით მაღალ შედეგს დააფიქსირებს:
“შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი დადებითი მხარე არის ის, რომ ის პრაქტიკულად გამორიცხავს ვადამდელ არჩევნებს. თეორიული შესაძლებლობა ამის არის გათვალისწინებული შეთანხმებაში, თუმცა პრაქტიკულად ყველამ იცის, რომ ეს არის გამორიცხული. არათუ 43%–იანი ზღვარის გადალახვა, არამედ ბევრად უფრო მაღალი ზღვრის გადალახვა შეუძლია ძალიან მარტივად “ქართულ ოცნებას”.
იხილეთ ასევე: რა წერია შარლ მიშელის მიერ საქართველოს მმართველი და ოპოზიციური პარტიებისთვის შეთავაზებულ ახალ დოკუმენტში


