"ვიწვევთ პარლამენტის ცალკეულ წევრებსა და დარჩენილ პარტიებს ხელი მოაწერონ შეთანხმებას, რათა ყველა არჩეულმა წარმომადგენელმა შეძლოს ერთად მუშაობა აქტუალურ საკითხებზე"
20/04/2021 19:52:32 პოლიტიკა
"შეთანხმება არის საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი" - ასე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერი ნედ პრაისი საქართველოს მმართველი და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შორის მიღწეულ შეთანხმებას.
"ჩვენ მივესალმებით საქართველოში გუშინ მიღწეულ შეთანხმებას, რათა დასრულდეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი. ეს შეთანხმება, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით იქნა მიღწეული, მოითხოვდა რთულ კომპრომისებს ყველა მხარისგან. ის მოითხოვდა პოლიტიკურ გამბედაობას და ქართველი ხალხის მიმართ ერთგულებას, რათა გაგრძელდეს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების საქმეზე მუშაობა. ჩვენ ვიწვევთ პარლამენტის ცალკეულ წევრებსა და დარჩენილ პარტიებს ხელი მოაწერონ შეთანხმებას ისე, რომ ყველა არჩეულმა წარმომადგენელმა შეძლოს ერთად მუშაობა საქართველოში არსებულ აქტუალურ საკითხებზე. აშშ ერთგულია დაეხმაროს საქართველოს პარლამენტს, რომ უზრუნველყოს ამ შეთანხმების მიზნების მიღწევა. როგორც ყოველთვის, ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ოჯახში სრული ინტეგრაციის გზაზე“, - აცხადებს ნედ პრაისი.


