Accentnews.ge
"20 ივნისის ამნისტიის კანონი შეეხება ყველა ბრალდებულს, მათ შორის, პოლიციელებს"

"20 ივნისის ამნისტიის კანონი შეეხება ყველა ბრალდებულს, მათ შორის, პოლიციელებს"

21/04/2021 08:12:58 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 20 ივნისის ამნისტიის კანონი შეეხება ყველას, მათ შორის, პოლიციელებს, რომლებიც უფლებამოსილების გადამეტების მუხლით არიან ბრალდებულები.

"ამნისტიის აქტი შეეხება 20 ივნისთან დაკავშირებულ ყველა იმ პირს, რომელთაც ბრალი აქვთ წაყენებული, სისხლის სამართლის საქმეები მიმდინარეობს. ეს შეეხება, როგორც ნიკა მელიას, ისე მასთან ერთად ძალადობაში ბრალდებულ სხვა პირებს, ასევე პოლიციელებს", – აცხადებს პაპუაშვილი.

მისი თქმით, ისინი შეეცდებიან კანონპროექტი შემჭიდროვებულ ვადებში დაამტკიცონ, თუმცა აღნიშნავს, რომ კანონის მიღებას დაახლოებით, სამი კვირა, ერთ თვემდე პერიოდი დასჭირდება.

"დღეიდან ჩვენს კოლეგებთან ერთად ვიწყებთ მუშაობას ამნისტიის კანონზე, რა თქმა უნდა, ეს პროექტი თანამშრომლობით იქნება შემუშავებული და სამშაბათს მოხდება ამ პროექტის ინიცირება, მათ შორის, ჩვენი კოლეგები სამშაბათს უკვე დაესწრებიან სხდომას. მოხდება ინიცირება და იცით, რეგლამენტით გათვალისწინებულია სამი მოსმენა. დაჩქარებული წესით ეს კანონი ვერ მიიღება, ვინაიდან არის ახალი კანონი. დაჩქარებული წესით ხდება მხოლოდ ცვლილებების მიღება, თუმცა, შევეცდებით შეძლებისდაგვარად შემჭიდროვებულ ვადებში იქნას მიღებული. დაახლოებით სამი კვირა, ერთ თვემდე დასჭირდება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S