"შეთანხმება ახალი ეტაპია, რომელიც ნიშნავს, მათ შორის, გამჭვირვალე არჩევნებს და პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც მტერი არ არის, არამედ დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი ელემენტია"
21/04/2021 09:05:48 პოლიტიკა
საქართველოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება ახალი ეტაპია, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩენემ განაცხადა.
„ეს ნიშნავს მეტ ანგარიშვალდებულებას, განსაკუთრებით მმართველი პარტიისთვის. ასევე, ნაკლებ სიძულვილს პოლიტიკაში, გამჭვირვალე არჩევნებს, მედიის თავისუფლებას და პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც მტერი არ არის, არამედ დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი ელემენტია“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.
"ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის ნაწილმა შეთანხმებას ხელი 19 არილს მოაწერეს.


