Accentnews.ge
დეპუტატი "ოცნებიდან": "მელიას ციხიდან გამოსაყვანად ალბათ, კიდევ ერთი სპეცოპერაცია დაგვჭირდება"

დეპუტატი "ოცნებიდან": "მელიას ციხიდან გამოსაყვანად ალბათ, კიდევ ერთი სპეცოპერაცია დაგვჭირდება"

21/04/2021 09:18:29 პოლიტიკა

დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ "ენმ–ის ლიდერის ნიკა მელიას ციხიდან გამოსაყვანად ალბათ, კიდევ ერთი სპეცოპერაცია გახდება საჭირო".

"შეთანხმებაზე ხელისმომწერ ყველა პარტიას თუ პიროვნებას ვალდებულება გვაქვს აღებული, რომ ამნისტია 20 ივნისთან დაკავშირებით მივიღოთ და ეს კანონი იქნება მიღებული. თუ მელია ამას არ დაეთანხმება, მაშინ მას მოუწევს დალოდება სასამართლოსი. თუ ადამიანს არ უნდა გარეთ გამოსვლა და ის არის მძევალი თავისი პოლიტიკური დღის წესრიგისა, რომელიც არის დამყარებული დესტრუქციაზე, რა გავაკეთოთ ჩვენ?! ალბათ, კიდევ ერთი სპეცოპერაცია დაგვჭირდება ციხიდან გამოსაყვანად", – განაცხადა ქადაგიშვილმა "რუსთავი 2"–ის ეთერში.

ცნობისთვის: 23 თებერვალს სპეცრაზმი "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში შეიჭრა და მელია დააკავა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S