Accentnews.ge
"დოკუმენტის უნდა მოჰყვეს რეალური ნაბიჯები. ევროკავშირი გააგრძელებს შეთანხმების ამოქმედების კონტროლს"

"დოკუმენტის უნდა მოჰყვეს რეალური ნაბიჯები. ევროკავშირი გააგრძელებს შეთანხმების ამოქმედების კონტროლს"

21/04/2021 09:40:50 პოლიტიკა

"დოკუმენტის უნდა მოჰყვეს რეალური ნაბიჯები", -ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა განაცხადა.

"ევროკავშირი გააგრძელებს შეთანხმების ამოქმედების კონტროლს, რომ დაპირებული სასამართლო და საარჩევნო რეფორმა შედგეს, ასევე შესრულდეს პატიმრებთან დაკავშირებული პირობა. სხვაგვარად სიტუაცია ვერ მოგვარდება. დოკუმენტის უნდა მოჰყვეს რეალური ნაბიჯები. სწორედ ამიტომ შევიდა შარლ მიშელი საქართველოში და შეხვდა პოლიტიკურ პარტიებს, რათა ხაზი გაესვა შეთანხმების ამოქმედების მნიშვნელობისთვის", – აცხადებს ევროპარლამენტარი.

მისი თქმით, პირველი ნაბიჯი ხელისუფლებამ გადადგა და ახლა ოპოზიციის დროა, იგივე გააკეთონ.

"როგორც ვიცი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცალკეულმა წევრებმა უკვე მოაწერეს ხელი, ასევე სხვა ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც, რომლებიც შევლენ საკანონმდებლო ორგანოში. ახლა პარლამენტს ფუნქციონირება შეუძლია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია", – განაცხადა მან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S