"ვწუხვარ, რომ მელიას გასათავისუფლებად ამნისტიის გარდა სხვა გზა არ დარჩა"
21/04/2021 09:29:24 პოლიტიკა
“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელიას გასათავისუფლებლად ამნისტიის გარდა სხვა გზა აღარ დარჩა და 20 ივნისს დაზარალებულებს თანადგომას უცხადებს.
"ქალბატონმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის მყისიერად გამოიყენებს შეწყალების პროცედურას და გიორგი რურუა დატოვებს საპატიმორს სამშაბათს, ამის შემდეგ, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში პარლამენტი მიიღებს ამნისტიის შესახებ კანონს, რის შემდეგაც ნიკა მელია დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას. ვწუხვარ, რომ მხოლოდ ეს გზა არის მისი გათავისუფლების, სხვა გზა, დღეის მდგომარეობით აღარ არსებობს. მინდა, გულწრფელად სრული თანადგომა გამოვუცხადო მაკო გომურს და ყველა იმ ადამიანს, ვინც 20 ივნისს დაზარალდა და მინდა გულწრფელად თითოეულ თქვენგან გითხრათ, რომ ბოლომდე თქვენ გვერდით ვიქნები და აუცილებლად ამ საქმესთან დაკავშირებით მომავალშიც მივიყვანთ ძალიან ბევრ საკითხს ბოლომდე, შევეცდებით სრულად იყოს გათვალისწინებული თქვენი ინტერესები", - განაცხადა ვაშაძემ.


