Accentnews.ge
საია  - პარტიებს: "არ დაუშვათ 20 ივნისს პოლიციელთა დანაშაულებებზე ამნისტიის კანონის ინიცირება"

საია - პარტიებს: "არ დაუშვათ 20 ივნისს პოლიციელთა დანაშაულებებზე ამნისტიის კანონის ინიცირება"

21/04/2021 10:28:38 პოლიტიკა

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" (საია) პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, არ დაუშვან იმ კანონპროექტის ინიცირება, რომლითაც 20-21 ივნისს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე გავრცელდება ამნისტია.

ორგანიზაციის განმარტებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხის ქვეშ დადგება არამხოლოდ დამნაშავის ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ საზოგადოების ნდობა და პატივისცემა სამართალდამცავი სისტემისადმი. ასევე, საფრთხის ქვეშ დგება სახელმწიფოს ვალდებულების შესრულება, ებრძოლოს დაუსჯელობის განცდას.

საია ხაზგასმით განმარტავს, რომ დაუშვებელია ამნისტიის/შეწყალების გამოყენება სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ადამიანის უფლებათა წინააღმდეგ ჩადენილ სერიოზულ დანაშაულებთან მიმართებით, მათ შორის, არაადამიანური/დამამცირებელი მოპყრობის დროს, იმის მიუხედავად, გამოძიება რა კვალიფიკაციით მიმდინარეობს.

"ამნისტიის გამოყენება იმ პირებთან მიმართებით, რომლებმაც არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის დანაშაულები ჩაიდინეს (იმის მიუხედავად, ეროვნულ დონეზე გამოძიება სწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს თუ არა), კონვენციის მე-3 მუხლს ეწინააღმდეგება, რადგან მსგავსი ქმედება აბრკოლებს ამგვარ დანაშაულებზე წარმოებულ გამოძიებას და, ამავდროულად, იწვევს პასუხისმგებელ პირთა დაუსჯელობას.

ასეთი შედეგი კი, არასათანადო მოპყრობის აკრძალვით შექმნილ დაცვის გარანტიებს ილუზორულად აქცევს და, იმავდროულად, მსუსხავი ეფექტი აქვს პირთა მიერ შეკრების ან/და გამოხატვის თავისუფლებით დაუბრკოლებლად სარგებლობის კუთხით". - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

"ქართული ოცნების" წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ 20 ივნისის ამნისტიის კანონი შეეხება ყველას, მათ შორის, პოლიციელებს, რომლებიც უფლებამოსილების გადამეტების მუხლით არიან ბრალდებულები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S