გაბუნიას თქმით, გაიზარდა მიმართვიანობა ჰოსპიტალურ სექტორზე და გამოიკვეთა კოვიდ–სასტუმროების დამატების საჭიროებაც

21-04-2021 15:52:20 საზოგადოება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან ერთად გაიზარდა მიმართვიანობა ჰოსპიტალურ სექტორზე და გამოიკვეთა კოვიდ–სასტუმროების დამატების საჭიროებაც.

„გაიზარდა დაწოლა ჰოსპიტალურ სექტორზეც. 4 400 საწოლიდან 3 600 არის დაკავებული, მათ შორის 500-ზე მეტი პაციენტი იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში, 90-მდე რეანიმაციაში. რა თქმა უნდა, არიან პაციენტები კოვიდსასტუმროებშიც. კოვიდსასტუმროების დამატების საჭიროებაც გამოიკვეთა როგორც თბილისში, ისე ბათუმსა და ქუთაისში. ბინებზეც ონლაინკლინიკები ინტენსიურად მუშაობენ, რათა ბინაზე მყოფი პაციენტების მეთვალყურეობა გაგრძელდეს“ , – აღნიშნა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 10 დღეა, საქართველოში კოვიდ–ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი 1000–ს აჭარბებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები