Accentnews.ge
„ქართული ოცნება“ პასუხისმგებლობით ეკიდება შეთანხმებას  და დგამს იმ ნაბიჯს, რომელიც ამინისტიის კანონის საფუძველზე შეიწყალებს მელიას და აპატიებს დანაშაულს"

„ქართული ოცნება“ პასუხისმგებლობით ეკიდება შეთანხმებას და დგამს იმ ნაბიჯს, რომელიც ამინისტიის კანონის საფუძველზე შეიწყალებს მელიას და აპატიებს დანაშაულს"

21/04/2021 12:31:19 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი აჭარის უმაღლეს საბჭოში ტიტე აროშიძე მიიჩნევს, რომ ენმ–ის ლიდერ ნიკა მელიას სავრაუდოდ, სინდისის ქენჯნა არ აძლევს უფლებას, რომ დატოვოს საკანი.

"მიუხედავად მის მიერ ჩადენილი დანაშაულისა „ქართული ოცნება“, რომელიც პასუხისმგებლობით უდგება ყველა იმ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას რაც შეთანხმებაში მითითებულია, დგამს იმ ნაბიჯს, რომელიც ამინისტიის კანონის საფუძველზე შეიწყალებს მას და აპატიებს დანაშაულს. ცხადია, ნიკა მელია აცნობიერებს იმ მძიმე დანაშაულს, რაც 20 ივნისის ღამეს ჩაიდინა, სავარაუდოდ სინდისის ქენჯნა არ აძლევს უფლებას რომ დატოვოს საკანი და სურვილი აქვს ბოლომდე მოიხადოს სასჯელი, თუმცა გამომდინარე არსებული სიტუაციიდან, „სინდისის გაღვიძება“ არადროულია და მაშინ, როდესაც ევროკავშირი მთლიანად ერთვება პროცესებში და მედიაციას საკუთარ თავზე ღებულობს ნიკა მელიამ უნდა მიიღოს სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება და დაეთანხმოს შეთავაზებას. ნიკა მელიამ უნდა გააცნობიეროს, რომ ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის წინსვლა და პოლიტიკური კრიზისის დაძლევაა და გვერდით უნდა გადადოს სხვა ამბიციები. ვფიქრობ, თუ ნიკა მელია, უარს იტყვის ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოზე, ეს რათქმა უნდა კიდევ ერთხელ დაადასტურებს რადიკალური ოპოზიციის მცდელობას ქვეყანა დარჩეს პოლიტიკურ კრიზისში, ეს იმ ფონზე როდესაც შარლ მიშელი კონკრეტულად საუბრობს ევროკავშირისა და საქართველოს სიახლოვის მნიშვნელობაზე, ვციტირებ „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად და გასაძლიერებლად მიშვნელოვანია ამ პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა“. ამასთანავე არის რისკი, რომ მელია არ მიიღებს „ქართული ოცნების“ შეთავაზებას შეწყალებასთან დაკავშირებით, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ნიკა მელია მისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში ერთხელ ღრმად დაფიქრდება და არა სახელმწიფოებრიობის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას, არამედ ქვეყნის განვითარებისთვის, ევროკავშირთან მეტი დაახლოების და ჩიხიდან გამოსვლისათვის გადადგამს ნაბიჯს და მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას", – აცხადებს ტიტე აროშიძე

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S