"თუ ეს იქნება უკიდურესად აუცილებელი, მზად ვარ, პარლამენტში და ბევრ სხვა შენობაში მივიდე"

21-04-2021 17:33:38 პოლიტიკა

"ლელოს" წევრი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ საკანონმდებლო საქმიანობაში სრულფასოვნად იმ შემთხვევაში ჩაერთვება, თუ შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები შესრულდება.

"პარლამენტში შესვლის თემა სხვათაშორის ძალიან საინტერესოა. ასე დამკვიდრა, რომ თითქოს სადღაც შევდივარ, არსად შევდივარ, იქედან ვერ გამოვედი, არჩეული პარლამენტის წევრი ჯერ კიდევ ყველას ჰქვია, რაც შეეხება სხდომებში მონაწილეობას და უშუალოდ ამ პროცესში ჩართვას, ეს დაკავშირებულია პოლიტპატიმრების საკითხთან. თუ ეს იქნება უკიდურესად აუცილებელი სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად, მზად ვარ პარლამენტის და სხვა ბევრ შენობაში მივიდე. რაც შეეხება სრულფასოვნად საპარლამენტო საქმიანობის დაწყებას, ეს ნაბიჯებზეა დამოკიდებული", - განაცხადა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილი ევროკავშირის წარმომადგენლობაში დღეს მივიდა და შეთანხმებაზე საკუთარი ხელმოწერა დატოვა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები