ზურაბ ჯაფარიძე: „ხვალ, 12.00 საათიდან უნდა ვამტკიცო, რომ კობახიძის მონა არ ვარ“

21-04-2021 20:32:58 პოლიტიკა

22 აპრილს 12 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს საქმეს "ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, თამარ კორძაია და ელენე ხოშტარია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ". აღნიშნულ საქმეში სადავოდაა გამხდარი პარლამენტის ის დადგენილებები, რომლითაც მოსარჩელებს უარი ეთქვათ პარლამენტის წევრობის საკუთარი განცხადების საფუძვლად შეწყვეტასთან დაკავშირებით. აღნიშნულ საქმეში მოსარჩელეთა ინტერესს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კონსტიტუციური თავისუფლების კუთხე" წარმოადგენს.

"ხვალ, 12.00 საათიდან უნდა ვამტკიცო რომ კობახიძის მონა არ ვარპარლამენტის წარმომდგენელმა უნდა მიმტკიცოს საპირისპირო", - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები