ოზურგეთიდან გაუჩინარებული მოზარდი იპოვეს

21-04-2021 22:47:51 საზოგადოება

ოზურგეთში სამი დღის წინ დაკარგული 17 წლის გოგო პოლიციამ იპოვა. არსებული ინფორმაციით, იგი უვნებელია.

მოზარდის პოვნის ფაქტს ადასტურებენ შსს–შიც.

წინასწარი ინფორმაციით, მოზარდი თბილისის ერთ–ერთ უბანში გადაადგილდებოდა, რა დროსაც გამვლელმა შენიშნა.

შეგახსენებთ, ოზურგეთში გაუჩინარებულ 17 წლის გოგოს ოჯახი და სამართალდამცველები სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები