„ქართული ოცნება" შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში"
22/04/2021 06:32:47 პოლიტიკა
„ქართული ოცნება" შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში", – ამის შესახებ მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს.
"დავასრულე მორიგი ვიზიტი ბრიუსელში. შევხვდი: ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს; ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის; ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს, კლარა დობრევს; ევროპარლამენტარ ნაჩო სანჩეს ამორს; ევროპარლამენტარ რიჩარდ ჩარნეცკის; ევროპარლამენტარ მიხაელ გალერს; ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსს; ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს; ევროპარლამენტარ სვენ მიქსერს; ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდს; ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩიუსს და ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს;
ევროკავვშირი მყარად უჭერს მხარს საქართველოს და მის ხელისუფლებას. ყველა აქებს „ქართულ ოცნებას" დიალოგის წარმატებით დასრულების უზრუნველყოფისთვის.„ქართული ოცნება" შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში. განაცხადი 2024 წელს", – წერს კობახიძე სოციალურ ქსელში.


