Accentnews.ge
დეკანოიძე წულაიაზე განცხადებას ემიჯნება: "ძალადობა პოლიტიკურ კონტექსტშიც არ უნდა გამართლდეს"

დეკანოიძე წულაიაზე განცხადებას ემიჯნება: "ძალადობა პოლიტიკურ კონტექსტშიც არ უნდა გამართლდეს"

22/04/2021 10:00:43 პოლიტიკა

ენმ-ს წევრი ხატია დეკანოიძე ბრალდებულ გოგი წულაიას საქმეზე პარტიების განცხადებას ინდივიდუალურად ემიჯნება.

მისი თქმით, ქალთა მიმართ ძალადობას არანაირი გამართლება, მათ შორის, პოლიტიკურ კონტექსტშიც არ შეიძლება, ჰქონდეს.

"ეს პოზიცია დიდი ხანია მაქვს. იციან მათ შორის პარტიაშიც რომ არ მომწონს ეს განცხადება. პოლიტიკურ მართლმსაჯულებაში ეჭვი რომ არ შემაქვს, ფაქტია. ძალიან დიდი ხანია ორმაგი სტანდარტებით აპელირებს ქართული ოცნება, მათ შორის, ჯიშკარიანი რომ არ დასაჯა, ძალიან კარგად გვახსოვს, მაგრამ ქალის მტკიცებულებების უარყოფა ნამდვილად არ შეიძლება. ქალთა მიმართ ძალადობას, არანაირი გამართლება, მათ შორის, პოლიტიკურ კონტექსტში არ შეიძლება ჰქონდეს. [გავრცელებული განცხადება] მე არ მიმაჩნია სწორ ფორმულირებად", - ამბობს ხატია დეკანოძე.

დღეს, 22 აპრილს, 20-ზე მეტმა პოლიტიკურმა პარტიამ ერთობრივი განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ისინი ბრალდებულ გოგი წულაიას საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S