“ლელოს” თქმით, წულაიას მხარდამჭერ განცხადებაზე ხელი არ მოუწერია
22/04/2021 10:33:35 პოლიტიკა
"ლელო-საქართველოსთვის" გოგი წულაიას საქმესთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ პარტიას განცხადებაზე ხელი არ მოუწერია და ინფორმაცია არასწორად გავრცელდა.
"ბატონი გიგი წულაიას თემა პარტიაში არ განხილულა, შესაბამისად ჩვენი ხელმოწერა იქ ვერ იქნებოდა. გავრცელდა მცდარი ინფორმაცია პარტიის მიერ წერილზე ხელმოწერის შესახებ",- ნათქვამია პარტიის პრეს–სამსახურის განცხადებაში.
დღეს, 22 აპრილს, 20-ზე მეტმა პოლიტიკურმა პარტიამ ერთობრივი განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ისინი ბრალდებულ გოგი წულაიას საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.


